გურჯაანის რაიონი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ კახეთში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე.
მას სამი მხრიდან საზღვრავს ცივ -გომბორის მთები. ჩრდილოეთით ესაზღვრება ყვარლის რაიონი, ჩრდ. დასავლეთით–თელავის რაიონი, დასავლეთით-საგარეჯოს რაიონი, სამხრეთით – სიღნაღის რაიონი.
გ უ რ ჯ ა ა ნ ი
ქალაქი 1934 წლიდანაღმოსავლეთ საქართველოში რაიონული ცენტრი და სარკინიგზო ცენტრი და სარკინიგზო კვანძი (აქ თბილის-თელავის რკინიგზის ხაზს გამოეყოფა წნორის მიმართულებით მიმავალი განშტოება). მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მთისწინეთისა და ალაზნის ვაკის მიჯნაზე,ბაკურციხე – თელავის საავტომობილო გზაზე. ზედა დაშორება 415 მეტრი თბილისიდან 122 კმ. ჰავა ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12.40C, იანვარში 0.90C, ივნისში 23.60C.ნალექები 804 მმ წელიწადში. გურჯაანში არის ღვინისა და სპირტის ქარხნები. მოსახლეობა ძირითადად ჩაბმულია სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში (მევენახეობა-მეღვინება), არის 4 საჯარო სკოლა, სკოლა ინტერნატი, მუსიკალური და სამხატრო სკოლა. საბავშვო ბაღი,მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სახალხო თეატრი, კულტურის სახლი, ბანკები, საავადმყოფო, აფთიაქები, კავშირგაბმულობა, თოჯინების თეატრი, საკუთარი ტელევიზია, გამოდის ადგილობრივი პრესა, ქორეოგრაფიული სტუდია, ახტალის ტალახის ბაზაზე შექმნილია სამკურნალო კომპლექსი (სანატორიუმი “ალაზანი“).
რელიეფი: ქალაქი გურჯაანის ტერიტორია აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარი, ქვიშები, თიხები) ნეომენური და პალემენური ასაკისკონგრომატებით, ქვიშაკებით და თიხნარებით. გაბატონებულია რელიეფის და ტექტო და ეროზიული ფორმები. ჩრდ- აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს ალაზნის აკუმულაციურ ვაკეს, ცენტრალური ნაწილი მთიწინეთს. ალაზნის ვაკის ზედაპირი ძირითადადბრტყელია, ხოლო აქა-იქ გვხვდება პატარა გორაკები. ვაკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილი ამაღლებულია დელუვილურ-პროლევიური ნალექების დაგროვების გამო. გომბორის ქედი ორთოგრაფიულად კახეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთის გაგრზელებაა.
pic2
ჰავა: ქალაქი გურჯაანი მოქცეულია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში იანვარში საშუალო ტემპერატურა 0,90 C – 2,60C,აგვისტოში 18, 6 0C, 23,6 0C, აბსოლუტური მინიმალური -220C, -260C, აბსოლუტური მაქსიმუმი 31 0C, 36 0C, ნალექების მაქსიმუმი გაზაფხულზეა, იცის სეტყვა.
ქალაქ გურჯაანის წიაღისეულიდან მნიშვნელოვანია სამკურნალო ტალახი, რომლის ბაზაზე შექმნილია კურორტი ახტალა.
გურჯაანის ახტალის ვულკანები და მისი
წარმოშობის ისტორია
რესპუბლიკაში ერთადერთი ფსევდოვულკანური სამკურნალო ტალახის საბადო ახტალა მდებარეობს ქალაქ გურჯაანის ტერიტორიაზე, რკინიგზის სადგურ გურჯაანიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებოთ, ცივ გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის ძირში,ზღვის დონიდან 412 მ. სიმაღლეზე ახტალის ქვაბურში.
ახტალის სამკურნალო თვისების მქონე ფსევდონიმური ტალახი მიწის სიღრმიდან ინთხევა ერთიან ქვაბულში-ცალკ-ცალკე გაფანტული ტალახის “სოპკებიდან“
ფსევდო ვულკანები ზოგან წაკვეთილი კონუსის ფორმის ამაღლებას ქმნის და ამიტომ მიიღეს მათ ტალახის “სოპკების“ სახით.
ასეთი ტალახის “სოპკები“ ახლა ცხრა არის, თუმცა მათი რიცხვი უფრო მეტი ყოფილა.
ფსევდო ვულკანები ერდროულად ერთნაირი აქტიურები არ არიან, თუმცა დადგენილია მათ შორის ფუნქციური კავშირი ე.ი იმ დროს, როდესაც ერთნი აქრტიურობენ მეორენი სრულიად ქრებიან ან წყვეტენ მოქმედებას. მათი სადღეღამისო დებეტი მოქმედი ძირითადი ფსევდო ვულკანებიდან 5000 -დან 12000 ლიტრ ტალახის ხსნარს უდრის. ამ “სოპკებიდან“ მიწის ზედაპირზე ტალახთან ერთად ამოდის თხევადი ნავთობი და საწვავი გაზი, რომელიც მეთანს წარმოადგენს.№4 ფსევდო ვულკანიდან არის მინერალური წყარო №1. ამ წყაროს წყალი ფსევდო ვულკანური წარმოშობის ხსნარის წყლის ანალოგიურია იგი მიეკუთვნება ქლორიდულ-ნატრიუმიან-თანაც რამდენიმე-სოდიან მინერალურ წყალს, მაგრამ ტალახის მყარი მინარევების გარეშე.
ახტალის ტალახის ფიზიკურ-ქიმიური თვისებები
ახტალის ტალახის ვულკანების კრატეისაგან ტალახის და საწვავი გაზი ისე ამოდის თითქოს დუღს, თან მოაქვს მცირე რაოდენობის თხევადი ნავთობი.
გამოსავალთან ტალახი ღია მონაცრისფეროა და ხასიათდება გოგირდ-H2ა წყალბადის სუნით იცვლება. გარდა ამისა აღნიშნავენ, რომ ტალახს დილ-დილობით ზოგჯერ ამიაკის სუნი აქვს, რომელსაც შუადღისას კარგავს.
ტალახის ხვედრითი წონა ცვალებადობს წყლის შემცველობისა და ატმოსფერული ნალექების შესაბამისად. ასევე ცვალებადია ტალახის ტეპერატურაც და იცვლება იგი ჰაერის ტემპერატურის პირდაპირპროპორციულად. ამიტომ მისი ტემპერატურა ყველაზე მაღალია ივლის აგვისტოში, ხოლო დაბალია დეკემბერ იანვარში.
ტალახს აქვს მწარე, მლაშე გემო. ტალახის სიმკვრივის ხარისხი ძლიერ ცვალებადია და დამოკიდებულია ადგილ მდებარეობაზე ე.ი “სოპკის“ ცენტრში-ტალახი ძლიერ თხევადია, ხოლო პერიფერიულ ნაწილში უფრო ბლანტი.
ტალახის ქიმიური შემადგენლობა
ახტალის ტალახი შედგება სამი კომპონენტისაგან:
1. ახტალის ხსნარი ე.ი მინერალური წყალი, სადაც მინერალთა რაოდენობა 45-85%-მდეა
2. კრისტალური ნაერთები.
3. კოლოიდური ნაწილაკები.
1) ტალახის ხსნარს -წარმოადგენს რა ძირითად ქლორიდულ-ნატრიუმიან ხსნარს, შეიცავს აგრეთვე ზოგიერთ ფიზიოლოგიურად აქტიურ ქიმიურ კომპონენტს: კერძოდ-იოდს, ბრომს, ბრომის მჟავას, ბარიუმს, სტრონციუმს და სხვას.
2) კრისტალური ნაერთები – საერთოდ სამკურნალო ტალახის ძირითადი კომპონენტებია:
იგი წარმოდგენილია ორი ნაწილისაგან:
1) კალციუმ- მაგნეზიალური და 2) (SIO2) ნაერთებისაგან.
2) კალციუმ- მაგნეზიალური ნაერთები წარმოდგენილია :
ფოსფორმჟავა კალციუმით [Ca(PO4)2] , თაბაშირით – CaSO4.2H2O, კალციტით- CaCO3 და ნახშირმჟავა მაგნიუმით- MgCO3 .
3) სილიკატური ნაერთები კი წარმოდგენილია კვარცითა და კაჯმიწის ნაწილაკებით, რასაც “ქვიშის ნამცეცებს“ ეძახიან.
ახტალის ტალახში კალციმ მაგნეზილური ნაერთები აღწევს 7%-ს, ხოლო სილიკატურისა 28%-ს ე.ი ორივე ერთად 35%-ს.
ამრიგად, მყარი მასალის ასეთი შემადგენლობა ჩვეულებრიბვად დამახასიათებელია სხვა ადგილების სამკურნალო ტალახებისთვისაც.
4. კოლოიდური ნაწილაკები-ახტალის ტალახში შედარებით დიდი(20%-მდე) რაოდენობით გვხვდება. ამის გამო ტალახი წარმოადგენს თხევად-გაზისებურ მასას, რომელიც ბანაობისას მთლიანად ფარავს ადამიანის სხეულს.
კოლიდური კომპლექსის გარკვევას დიდი მნიშვნელობა აქვს ტალახის სამკურნალო თვისებების შეფასების დროს.
კოლოიდურ კომპლექსში იგულისხმება ნაწილაკები, რომლებიც მოლეკულის სიდიდემდე დადის ე.ი ნაწილაკები, რომელთა დიამეტრი 0.0001-0, 000001 მმ-ს ფარგლებში მერყეობს.ახტალის ტალახის კოლოიდური კომპლექსის განხილვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს გოგირდიანი რკინისა და ორგანული ნივთიერებების შემცველობას.
ახტალის ტალახში გოგირდიანი რკინის (FeS) შემცველომა ირყევა0.008-დან 0.016-მდე.
ამრიგად, ახტალის ტალახში გოგირდიანი რკინის უმნიშვნელოშემცველობით უნდა აიხსნასტალახის ღია მონაცრისფერო ფერი.
თუ ტალახის კოლოიდურ კომპლექსში გოგირდიანი რკინა 0.1-0.2%-ს აღწევს, მაშინ ტალახს აქვს შავი ფერი.
რადგან ახტალის ტალახში იგი 10-ჯერ ნაკლებია,ამიტომ ცხადია, რომ მისი ღია ფერი-მონაცრისფეროა.
შიგა წყლები: მდინარე ალაზანი და ქალაქის შუაში ჩამომდინარე ახტალის ხევი. მდინარეები დიდდება გაზაფხულზე, უხვი ატმოსფერული ნალექებისა და თოვლის დნობის პერიოდში, წყალმცირეა ზამთარში. ქალაქ გურჯაანის ბოლოში სიგრძეზე კვეთს ალაზნის არხი.
ნიადაგები: ალაზნის ვაკეზე მდელოს ალუვიური კარბონატული ნიადაგებია, რომლებიც ჩამოყალიბებულია გომბორის ქედიდან ალაზნის შენაკადებით ჩამოტანილ ალუვიომზე. გამოზიდვის კონუსების წვეროებში და გომბორის ქედის კალთებზე. ქვემოთ გაბატონებულია ტყის ყავისფერი ნიადაგები, ზემოთ კი საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალი ნიადაგები. უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში გავრცელებული მცირე სისქის შავმიწა ნიადაგი.
მცენარეული საფარი: ალაზნის ვასკე თითქმის მთლიანად ათვისებულია. პირველადი მცენარეულობა მხოლოდ ალაზნის პირა ნაწილშია შემორჩენილი ჭალის ტყის ფრაგმენტების სახით. ნარგავ-ნათესებისაგან თავისუფალ სივრცეებზე გავრცელებულია ტყესტეპის მცენარეულობა. სადაც ერთმანეთს ცვლის ბუჩქნარებისა და ტყის შემდგომო ბალახეული ცენუზები. გომბორის ქედის მთისწინეთი შემოსილია ძეძვით, ჯაგრცხილით, კუნელით, ასკილით, შავჯაგათი და სხვა.
ცხოველთა სამყარო: გარეული ცხოველებიდან გხვდება შველი, მურა დათვი, მგელი, მელა, კურდღელი და სხვა. მღრღნელებიდან ჩვეულებრივი თაგვი, მემინდვრია, რუხი ვირთაგვა. ჭალის ტყეებში ტყის ძილგუდა. ბევრია როგორც ვაკის, ისე მთებისთვის დამახასიათებელი ფრინველი. ალაზანში არის ლოქო, ხრამული, მურწა და სხვა.
ხოხბის, კურდღლის, გარეული ღორისა და შვლის დაცვისა და მომრავლების მიზნით შექმნილია ნაკრძალის ტიპის მეურნეობა: ინაბოტისა და ლელის ალაზანზე.
ძირითადი ლადშაფტები: ურჯაანი მოიცავს ზომიერ ნოტიო ჰავიან მთა-ტყისა და ზომიერ ნოტიო სუბტროპიკების ვაკე-მთისწინეთის ლანდშაფტების ტიპებს, რომლებიც იყოფა შემდგომ სახეობად.
1. ჭალები- ჭალის ტყის მცენარეულობითა და ალუვიური ნიადაგებით.
2. ვაკე, მდელო-სტეპური მცენარეულობით.
3. სტეპური ვაკე ჯაგეკლიანი და ჰალოფილური მცენარეებით, შავ მიწისებრი და დამლაშებული ნიადაგებით.
4. სტეპური დაბალი მთები შავმიწა და წაბლა ნიადაგებით.
5. ხევხრამიანი მთისწინეთი, ჯაგრცხილნარ-მუხნარით და ჯაგეკლიანებით.
6. დაბალი მთები, მუხნარით და რცხილნარით.
სოფლის მეურნეობა: გურჯაანში წამყვანი დარგი მევენახეობაა. ძირითადად გაშენებულია რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე და სხვა.
მეცხოველეობა: ჭარბობს მსხვილრქოსანი საქონელი.
მრეწველობა: მრეწველობის მთავარი დარგია მეღვინეობა. ქალაქ გურჯაანში 1976 წლიდან ფუნქციონირებს კოტეხის ღვინის ქარხანა, რომელიც აწარმოებს სხვადსხვა სახის ღვინოებს.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კახელი გლეხი ოჯახში თვითონაც აყენებს სხვადსხვა მეთოდების გამოყენებით და სხვადასხვა ნივთების დახმარებით.
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა:
ქალაქ გურჯაანში ერთიან საპტრანსპორტო სისტემაში მნოშვნელოვანი ადგილი უჭირავს რკინიგზის ტრანსპორტს. (რკინიგზა გაიყვანეს 1915 წელს თბილისიდან გურჯაანში). რკინიგზის ხაზის სიგრძე სულ 75კმ.-ია რკინიგზით გააქვთ სამეურნეო პროდუქტები, შემოაქვთ მანქანა-იარაღები, საშენი მასალა, ნავთობპროდუქტები, სამრეწველო საქონელი.
გაყვანილია აირსადენი რუსთავიდან, მუშაობს რაიცენტრის სატელეფონო კავშირი. ტელეგადაცემებს იღებს თბილისიდან, ქალაქს აქვს ადგილობრივი ტელევიზია.
ისტორია ქალაქის წარმოშობის შესახებ
დაბა გურჯაანი რაიონის ცენტრია, იგი საბჭოთა ხელისუფლების დანყარების შემდეგ გაშენდა. მანამდე, აქ ამ ადგილზე მხოლოდ კახეთის სარკინიგზო სადგური გურჯაანი დამის გარშემო გზის პირა დუქნები იყო გამწკრივებული, სადაც ღვინოს, არაყს,ჰყიდნენ და მგზავრებისთვის საჭმელს ამზადებდნენ.
არსებობს მისი დაარსების შესახებ მეორე ვერსიაც. “საიდანღაც მოვიდა ხალხი, დასახლდა, გომურ სახლებში. რადგან ამ ადგილას არაფერი არ იყო ხალხი მალე დაიფანტა და დასახლდა სხვადასხვა ადგილას“. კიდევ არსებობს სხვა ვერსიაც„ირანის შაჰი შემოესია კახეთს, ქართველების ომი ფასდაუდებელი იყო, ზოგი ირანელი გაიპარა ჯარიდან, გაიქცნენ და თან იძახდნენ: “ფოფოღლი გურჯი-ო“. ვინც დაიჭირეს, იმ ადგილს დაარქვეს “გურჯაანი“.
ქალაქს ამშვენებს ლამაზი ბაღი, რომელსაც “პაპას ბაღს“ ეძახიან. არსებობს მისი დაარსების შესახებ ლეგენდა.
ლეგენდის თანახმად, ამჟამინდელი ბაღის ადგილას ცხოვრობდა, სომეხი კაცი კარაპეტა. იგი ბაღს ყარაულობდა და ბაღშივე ჰქონდა პატარა სახლი, რადგან კარაპეტა მოხუცი იყო პაპას ეძახდნენ საღამოს მასთან ბაღში ხალხი ისვენებდა ხოლმე. კარეპეტა პაპა ყველას უყვარდა, ამიტომ ბაღსაც იყვარულით “პაპას ბაღი“ შეარქვეს.
ქალაქს ამაყად გადმოჰყურებს დიდების მემორიალი, რომელსაც ამშვენებს “ჯარისკაცის ამის“ ძეგლი, რომელიც სიცოცხლეშივე დაუდგეს ლეგენდად ქცეულ ქართველ მსახიობ სერგო ზაქარიაძეს.
ამჟამად ქალაქში ფუნქციონირებს: მუსიკალური სკოლა, სამხატრო სკოლა, ოთხი საჯარო სკოლა, სკოლა-ლიცეუმი, სპეცსკოლა ინტერნატი. ქალაქის ისტორიის მესაიდუმლე მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ურჯაანის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1962 წელს. მუზეუმი განთავსებული იყო თავად შალიკაშვილების სასახლეში.
დღეისათვის მუზეუმში მოწყობილია ქვის ხანის ამსახველი მასალების გამოფენები,ეთნოგრაფიული და ხალხთა მეგობრობის ამსახველი ექსპოზიცია, მუზეუმის ფონდსაცავში დაცულის უნიკალური ექსპონანტები. მაგალითად ბაქარისეული ბიბლია, რომელიც განეკუთვნება XVIII საუკუნის მეორე ნახევარს. აქ მიმდინარეობს სამეცნიერო ნაშრომების დამუშავება დროებითი გამოფენების მოწყობა. ჩვენი ხალხის ისტრორიის ამსახველი მასალების მოპოვება, ცნობილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი მასალების შეგროვება.
მოსწავლე ახალგაზრდობის განათლების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს ქალაქის ცენტრში არსებულ წიგნის სახლს. 1987 წელს ქალაქში გაიხსნა კულტურის სახლი, სადაც 1999 წლიდან აქტიურ მუშაობას ეწევა სახალხო თეატრი. კულტურის ცენტრთან გახსნილია თოჯინების თეატრი,რომელსაც 1994 წელს მიენიჭა თოჯინების სახელმწიფო თეატრის წოდება.
ქალაქს ამშვენებს დიდების მემორიალის გვერდით სტუმრებისათვის განკუთვნილი სასტუმრო-კომპლექსი „რები გურჯაანი“.
მოქალაქეების ჯანმრთელობას ემსახურება, საავადმყოფო და სამშობიარო სახლი. სამშობიარო სახლი 1962 წელს გახსნილა. მათი მონაცემებით ქალაქში ბოლო ორი წლის მანძილზე ათჯერ შემცირდა შობადობა. სამშობიარო სახლის დაარსების დღიდან არ აღნიშნულა ეპიდემია, თუმცა გახშირებული არის ანემიები. ახალშობილებში ჭარბობს გოგონები.
კულტურული ძეგლები: ქალაქში განლაგებული შემდეგი კულტურის ძეგლები:
1. „სამება“
2. „გორხელაანთ საყდარი“ - \დავით გარეჯი\
3. „ზღუდრი“
4. „XXXX მჭდის საყდარი“
5. „ტატიას საყდარი“
6. „წმინდა მარინეს საყდარი“ - \ქალაქის სასაფლაო\
7. „ძველი საწნახელი“
8. „ძველი ციხე-კოშკი“
ფოლკლორო: ქალაქში აქტიური ყურადღება ექცევა ფოლკლორული მასალების მოძიებას, შენახვას, მის დაცვას და აღორძინებას.
ცრუ რწმენები:
1. ბევრმა სიცილმა ტირილი იცის.
2. შავ კატამ გზა გადაგიჭრას – დაითარსებიო.
3. გვის დროს ხელიდან ცოცხის გამორთმევა არ შეიძლება – ბედი გამოგეცვლებაო.
4. ძაღლი თუ ყმუის – ვინმე მოკვდება.
5. ყურის წივილი – ცუდ ამბებს გაიგებო.
ანდაზები:
1. ქვევრს რასაც ჩასძახებ – იმას ამოგძახებს.
2. სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ფეხი შენი.
3. ბედი მომე და სანეხვეზე გადამაგდეო.
4. ზოგისა ბამბა ჩხრიალებს, ზოგისა კაკალიც არა.
5. სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირი.
შაირები:
1. „ღვინო ჭაჭაზე ნადგომო,
უცეცხლოდ ამოდუღდები,
მბრძენთან ბრძენი ხარ,
სულელთან ამოფეთქდები.“
2. „კარგია, კარგი ყოფა
ბევრი ცხვარი და ძროხა
მოყვარეში არ წაიღო
დაკერებული ჩოხა.“
3. „ამხანაგო გამგეობავ,
ჩავიდინე მავნეობა,
ოღონდ გამიშვი წისქვილში
ხელებს დავიჭრი შიგ ძირში.“
4. „ეგ სიტყვა დაგისწავლია
ნიადაგ ამბობ ამასა
შენდობა გქონდეს დედისა
და განათლება მამასა,
თუ გინდ კიდევ მოგახსენებ
თუ გინდ დაჯერდი ამასა.“
ზღაპრები:
1. ღვინის ძალა
ეს იმდროინდელი ამბავია, როდესაც საქართველო სამთავროებად იყო დაყოფილი. ერთმა მთავარმა გაიპატიჟა მეორე მთავარი, რადგან ბევრი მოპატიჟე ჰყავდა მთავარი სხვას ეწვია, ხოლო უფლისწული სხვას. როდესაც მთავრის ნაქეიფარი ვაჟი ბრუნდებოდა, მას გზაზე დაეძინა. მოპრინდნენ კაკაჭნი და ამოკორტნეს თვალი. რა ესმა ეს ამბავი მთავარს, განრისხდა, აკრძალა ვენახის გაშენება და ღვინის დაყენება. მხოლოდ ერთმა ქვრივმა დედაკაცმა გადაინახა პატარა ქვევრში შავი ღვინო. გამოხდა ხანი და ქვრივი გახდა ავად და ვაჟი გაგზავნა ექიმბაშთან. უკან რომ ბრუნდებოდა, მთავრის ეზოდან, სამხეცედან ლომი გაქცეოდათ, ის შემოეყარა, შეებრძოლა ვაჟი და გაგუდა. განრისხდა მთავარი და დააპატიმრა ყველა ეჭვმიტანილი.დედამ უთხრა შვილს, რომ ხლებოდა მეფეს და ეღიარებინა დანაშაული. ეახლა ვაჟი მთავარს და გამოუტყდა, რომ ლომი მან მოკლა და გაუშვა სხვა დაპატიმრებულები. მთავარმა უთხრა: „თუ მაგას სწორეს ამბობ, სხვა ლომებს შეეჭიდეო!“ შეშინდა ყმაწვილი და დედას შეშჩივლა. დედამ გაამხნევა ვაჟი და ქათამთან ერთად სადილად შავი ღვინო მოუტანა. ვაჟმა ღვინით გამხნევებულმა და გათამამებულმა სძლია ლომს. მთავარმა გამოაყვანინა მეორე, უფრო დიდი, უფრო ძლიერი და თანაც ხვადი ლომი. შეერკინა ჭაბუკი ლომს, გაძნელდა ბრძოლა, ჭაბუკი მოხერხებულად, მარჯვედ იქცეოდა და სძლია მასაც. გაუკვირდა მთავარს და ჰკითხა მიზეზი, შეიტყო, რომ ვაჟს გადამალული ღვინო დაელია და სიმხნევე მომატებოდა. მიხვდა, რომ მისი ვაჟი ღვინომ კი არა საკუთარმა უძლურებამ დაღუპა. კაჭკაჭსაც ვერ აუქნია ხელი, ხოლო ვაჟმა ორი ლომი დაამარცხა. ამის შემდეგ გასცა ბრძანება ვენახების გაშენებისა და ღვინის დაყენებისა.
2. იყო ერთი კაცი, ჰყავდა სამი ვაჟი. დაიზარდნენ და დასახლდნენ სხვადსხვა კუთხეში. დაივიწყეს მშობლები. ბერიკაცს მოუკვდა მეუღლე და დარჩა მარტო. ამ კაცის უმცროსი ვაჟი დასახლდა უცხო მხარეს, დაქორწინდა, ეყოლა შვილები. ამ კაცის შვილები ერთხელ თამაშობდნენ მეზობლის ბავშვბეთან ერთად. უცებ ერთი მოთამაშე ბავშვი გაიქცა და შეეგება მოხუც კაცს, პაპა-პაპას ძახილით. შინ დაბრუნებულმა ბავშვმა ჰკითხა მამას:
– მამა, პაპა რა არისო?
- ჩემი მამა შენთვის პაპააო! - უპასუხა ვაჟმა და გაახსენდა მოხუცი მამა. წავიდა მასთან, ინახულა მოხუცი და უთხრა:
- ჩემთან გადმოსახლდი და შენი ბინა გაყიდეო. - დათანხმდა მოხუცი, მოუვიდათ მყიდველი, მაგრამ ბერიკაცმა ბვერიკაცმა საკუთარი კარ-მიდამო მილიონზე მეტად შეაფასა. გაკვირდა ვაჟი და ჰკითხა - „კი, მაგრამ მილიონი როგორ ღირსო?“ - „ისე ღირს, რომ მე მარტო ჩემს სახლ-კარს კი არ ვყიდი, არამედ ჩემ სოფელსაც და მეზობლებსაცო.“ - უპასუხა ბრზნულად ბერიკაცმა.
(ქორეოგრაფიული სტუდიის სურათი და გახსნის ბრძანება)
ქალაქში წარმატებით მოღვაწეობს ქორეოგრაფიული სტუდია, რომელიც გაიხსნა 1969 წელს. ქალაქ გურჯაანში როგორც ქორეოგრაფიული სტუდია ქორეოგრაფების ძაბული და ავთანდილ გურგენიძეების თაოსნობით დაარსდა. ამიტომაც არის, რომ სასწავლებეს მინიჭებული აქვს მისი უშუალო დამაარსებლის და დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი, ღირსების ორდენის კავალერის პირველი კლასის ქორეოგრაფის, ავთანდილ გურგენიძის სახელი. სასწავლებელი გახსნის დღიდან პირნათლად ასრულებს თავისზე დაკისრებულ მოვალეობას მომავალი თაობების აღზრდას ქართველი ხალხის მდიდარ ეროვნულ ტრადიციებზე.
სასწავლებელში ამჟამად სწავლობს ხუთასამდე მოსწავლე, რომლებიც დიდი მონდომებით ეწაფებიან ქართული ხალხური ქორეოგრაფის მდიდარ შემოქმედებას. აქ შექმნილია სამი ქორეოგრაფიული ანსამბლი: „მზიანეთი“, „ყველაწმინდა“, და ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „გურჯაანი“. სასწავლებელთან გახსნილია აგრეთვე ქართულ ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრისა და სიმღერის შემსწავლელი განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს ხალხური ფოლკლორის უბადლო შემსრულებელი შორენა ბააცაშვილი.
ანსამბლი რამდენჯერმე იმყოფებოდა გასტროლებზე სხვადსხვა ქვეყანაში. კერძოდ ბულგარეთში, უნგრეთში, პოლონეთში, საბერძნეთში, ესპანეთში,ამერიკაში, კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში და ჰოლანდიაში. ყველგან აღინიშნა ანსამბლის წევრთა მაღალი კულტურული ქცევები, დახვეწილი და მოქნილი ქმედება და რაც მთავარია მაღალი საშემსრულებლო დონე, რისთვისაც ანსამბლი დაჯილდოვებული არის სხვადსხვა სახის მედლებით, სიგელებით, დიპლომებით.
სამზარეულო: ქალაქში გავრცელებული კახური სამზარეულოსათვის დამახასიათებელი კერძები, რომელსაც ხშირად შეხვდებით ლხინისა და ჭირის სუფრებზე. მაგალითად: სუკის მწვადი, ღორის ხორცის მწვადი, ხაშლამა.
აი რას გვიამბობს 78 წლის მიტა პაპა: სუკის მწვადი: მთელი სუკი გავრეცხოთ, ჩამავაშოროთ ძარღვები, ავასხათ მთელი სიგრძით შამფურზე, თავში და ბოლოში მაგრად შემოვახვიოთ ძაფი, წავუსვათ მარილი და შავწვათ ნაკვერჩხალზე. ხშირად უნდა გადამავბრუნ-გადმოვაბრუნოთ, მწვადი არ უნდა გამოშრეს, უნდა შაინარჩუნოს წვენი, რომელიც სუკს აქვს. გაჭრისას შიგნიდან უნდა მოჟონავდეს ვარდისფერი სითხე, როგორც კი მზად იქნება, მწვადი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით და დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად.
ღორის ხორცის მწვადი: მსუქანი ღორის ხორცი, უმჯობესია ზურგის ნეკნებიანი მხარე დავჭრათ პატარა ნაჭრებად, შემდეგ წამოვასხათ შამფურზე, მოვაყაროთ მარილი და დავალაგოთ წალმის ნაკვერჩხალზე. შამფური ხშირად შავატრიალ-შამავატრიალოთ, რათა მწვადი კარგად შეიწვას, როცა მზად იქნება მივიტანოთ ან შამფურით ან წამავყაროთ ჯამზე, მავაყაროთ მრგვლად დაჭრილი ხახვი და თუ გვაქვს ბროწეულის წვენიც, წინასწარ გამზადებულ ტყემლის საწებელთან ერთად მნივირთვათ.
ხაშლამა: ახალგაზრდა, მსუქანი საქონლის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ კარგად, ჩავყაროთ ქვაბში და ვადუღოთ. დუღილის დროს, დროდადრო ქაფქირით მავხადოთ ქაფი, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, შავი პილპილის მარცვლები, ნივრის კბილები, როცა ხორცი კარგად მოიხარშება, შევაზაოთ მარილით, ქაფქირით ამოვიღოთ სინზე, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში და სუფრაზე ისე მივიტანოთ.
დემოგრაფია: სტატისტიკის გურჯაანის სამართველოს მონაცემებით, ქალაქ გურჯაანში 2006 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით ცხოვრობს 10 000 კაცი. 2006 წელს დაიბადა 85 ბავშვი, გარდაიცვალა 227 ადამიანი.
გთავაზობთ ფილმს გურჯაანის შესახებ. (გურჯაანის ხედები, ცეკვები,სიმღერები)
movie

მეცნიერული შეხედულებები ახტალის ქვაბულისა
და ტალახის წარმოშობის შესახებ.
ახტალის ქვაბულისა და მის მიდამოებში არსებული ტალახის წარმოშობის საკითხების გარკვევით ქართველი ხალხი უძველესი დროიდანვე ყოფილა დაინტერესებული რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც არავინ იცოდა ახტალის ტალახის მნიშვნელობა ხალხს უკვე შეუთხზავს თავისებური შეხედულებები ახტალის წარმოშობის შესახებ.
მოგახსენებთ მხოლოდ ახტალის ქვაბურის წარმოშობის შესახებ შექმნილ ერთ-ერთ ლეგენდას:
ამ ლეგენდის მიხედვით _ ახტალის ახლანდელი ქვაბური ოდესღაც წამოდგენდა მოჭავებულ ადგილს, სადაც ცხოვრობდა ერთი გლეხი. მას აქვე ჰქონდა კალო.
ერთ საღამოს დღესასწაულ _ `ფერისცვალების~ დღეს გლეხს სტუმრად სწვევია თავისი ქალიშვილი ჩვილი ბავშვით. გლეხმა სტუმრისა და უქმე დღის მიუხედავად _ დაიწყო მიწის ხვნა. მუშაობისას მას გამოეცხადა ანგელოზი და შეეკითხა: დღეს ხომ ფერისცვალებაა რატომ ხნავ მიწას?
გლეხმა მკვახედ უპასუხა ჩემმა შვილებმა დიდი ხანია ფერი იცვალესო....
ასეთმა პასუხმა ანგელოზი გააბრაზა. მან გლეხის ქალიშვილს უთხრა: `შენი შვილიანად ახლავე წადი აქედან და ისე იარე, რომ ერთხელაც არ მოიხედოო~.
ქალი ბავშვით წავიდა დაღონებული..... ამის შემდეგ ის ადგილი, სადაც გლეხი მუშაობდა და ცხოვრობდა _ უცებ ჩაინგრა და შიგ გლეხიც ჩაიყოლა თავისი სახლ-კარიანად. ამას მალე მოჰყვა გლეხის ცოდვებით დამძიმებული ტალახის მაღლა ამოსვლაო.
მამის კარმიდამოდან ანგელოზის მიერ გაგდებულ ქალს გულმა არ მოუთმინა და მცირეოდენი მანძილი გავლის შემდეგ უკან მოიხედა, რომ დაენახა თუ რა მოივიდა მამას..... მაგრამ ის უცებ თავის ბავშვიანად ქვად იქცა, რადგანაც დაარღვია ანგელოზის სიტყვა....
ეს ქვა ძველად მართლაც იდგაო ახტალის ზემოთ გორაზე _ ამბობს ლეგენდა და მას ადგილობრივი მცხოვრებლები `ქალქვას~ ეძახდნენო.
სხვათაშორის, სოფელ გურჯაანის ტერიტორიაზე _ გურჯაანის მევენახეობის საბწოთა მეურნეობის ადმინსტრაციული შენობის ეზოსი დღესაც დევს ერთი დიდი ლოდი, რომელსაც ადგილობრივი მცხოვრებლები ქალქვას ეძახიან. უწინ ახტალის ტერიტორიები ეკუთვნოდა სოფელ გურჯაანს და სრულად ადვილი და სრულად ადვილი შესაძლებელია, რომ ეს მითიური ქალქვა შემდეგ ზემო გურჯაანში ამოიტანეს, რადგან მას იყენებდნენ მასზე დასასხდომად და რომელიც ხანდაზმულობის გადმოცემით ბევრი რამის მომსწრე ყოფილა.
მართალია მაშინ ეს შეხედულებები რელიგიურ ცრურწმენაზე იყო დაყრდნობილი, მაგრამ მაშინ როდესაც მეცნიერება დედამიწის შესახებ ე. ი. გეოლოგია _ მხოლოდ ჩანასახის მდგომარეობაში იმყოფებოდა და საქართველოს გეოლოგია სრულად შეუსწავლელი იყო, ამიტამ იმ დროს ხალხმა ზემოაღნიშნულ კითხვებზე პასუხის გასაცემად მიმართა ზებუნებრივ ძალებს და შეთხზეს ლეგენდები:
საერთოდ მიღებული იყო, რომ ბუნების ყოველგვარი აუხსნელიმოვლენის წარმოშობის შესახებაც.
დღეს მისი გეოლოგიური შესწავლიდა მკაფიოდ ჩანს, რომ ახტალის ქვაბობისა და მისი ტალახის წარმოშობა _ ბუნების ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც მთების, მდინარეების და სხვა მოვლენატა წარმოშობა.
გეოლოგიური კვლევების შედეგად _ ახტალის ტალახის და აქ არსებული ქვაბურის წამოშობის შესახებ ორნაირი შეხედულება არსებობს.
პირველი – ეს არის უფრო ადრინდელი ე. ი. 1930-32-33 წლებში _ შეხედულებებით – ახტალის ტექტონიკური წარმოშობის. ის გაჩნდა გრაბენურად ჩაქცევის – ჩავარდნის გზით – წრიული ფორმით, ხოლო ტალახი – გაზსა და წყალთან ერთად მოედინება დიდი სიღრმიდან – სულ მცირე 1500-2000 მეტრიდან. ნაპრალებში გამოვლით.
შემდგომმა დეტალურმა გეოლოგიურმა კვლევებმა ვერ დაადასტურეს ეს შეხედულება.
1934-36 წლებიდან ახტალის ტალახისა და მისი ქვაბურის წარმოშობა გეოლოგებმა შედარებით კარგად დაასაბუთეს, რომელსაც გეოლოგების დიდი უმრავლესობა იზიარებს.
ეს შეხედულება ასეა ჩამოყალიბებული:
გურჯაანის რაიონისა და საერთო-კახეთის ქედის როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ-აღმოსავლეთი კალთების წიაღში, რამდენიმე ასეული დაახლოვებით 2000 მეტრის სიღრმის ბევრ უბანზე არსებობს გაზ-ნავთობის ბუდობები.
ერთ-ერთი ასეთი ადგილი ე. ი. გაზნავთობის საბადოებით მდიდარი ბუდობები ახტალის მიდამოებისა და მის მოსაზღვრე ადგილებშია განლაგებული, რომელიც საკმაოდ ღრმადაა და ფარავს ზედა პლიოცენის ასაკის ქანები, რომლებიც წარმოდგენილია თიხებით, ქვიშაქვებითა და კონგლომერატები.
სიღრმის ნავთობის საბადოებიდან მოედინება გაზი, რომელიც სიღმეშივე წააწყდება ხოლმე პლიოცენტური თიხნარევი შრეებში მიმდინარე ინფლიტრაციულ წყლებს ესე იგი მიწის ზედაპირებიდან ჩამონაჟონ წყალს, რომელთა კვება ხდება ახტალის სამხრეთით მდებარე ცივგომბორის წყალგამყოფი ქედის ზოლიდან და მის მაღალ ფერდობებში.
ახტალის სიღრმეში ერთმანეთს ერევა თიხნარები და წყალი და აგრეთვე, დიდი სიღრმიდან მაღლა ნაკადებად მომავალი გაზი. სხვადასხვა სახის სიცარიელებში გამოვლისას ეს ნარევი მასა ესე იგი ტალახი – მასში შერეული გაზების ზეგავლენით ამოიფრქვევა ხოლმე ფუხფუხით თითქოს დუღსო.
აი, ასე ყალიბდება ახტალის ტალახის ვულკანები და მის კრატერებში მომდინარე სამკურნალო თვისებების მქონე ტალახი.
აი, ასე წარმოშობილა ახტალის ქვაბური და მისი ტალახი, რომელიც სამკურნალო თვისებებს, რაც მის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებზეა დამოკიდებული, იღებს იმ ქანებიდან – ალბად, ნაწილობრივ გაზნავთობიან მასიდანაც, რომელთა მძლავრ ფენებში მიწისქვეშა წყალი მოედინება.
ზეპირი გადმოცემებით, ახტალის სამკურნალო ტალახი უძველესი დროიდანაა ცნობილი.
ლიტერატურაში იგი პირველად მოხსენებულია ვახუშტი ბაგრატიონის `საქართველოს გეოგრაფიაში~ _ 1842 წელს, სადაც ვკითხულობთ: `ჭერემ-ვეჯინს შუა და ვეჯინის ჩრდილოეთით მთის კალთას-არს ახტალა, რომელსა იტყვიან ნასოფლარსა და რისხვით დანთქმულა. აღმოდის კუპრი ვითარცა მდუღარე და აღმოაქვს ჟამად კოვზი, ჯამი და სახმარნი გლეხთა.~
ოთხი წლის შემდეგ ე. ი. 1946 წელს ქართველმა ისტორიკოსმა და არქეოლოგმა პლატონ იოსელიანმა ახტალა მოიხსენია სტატიაში `Тумевья зариск по Кахети~ (საგზაო ჩანაწერები კახეთში)
ახტალის ტალახს, როგორც სამკურნალო თვისებების მქონე მასას პირველად მიაქცია ყურადღება სიღნაღის მაზრის ექიმმა ალექსი მესხიშვილმა _ მეცხრამეტე საუკუნის ორმოციან წლებში, მაგრამ მაზრის ხელმძღვანელობამ მესხიშვილს მხარი არ დაუჭირა.
ამის შემდეგ მაზრის ექიმმა ლისიცევმა, რომელსაც მალე ექიმმა სააკოვმაც მიბაძა, პირვრლმა გააგზავნა თავისი პაციენტები ახტალაში სამკურნალოდ.
ხოლო თბილისელმა მეაფთიაქე _ შმიდტმა გამოიკვლია ახტალის ტალახის თვისებები, რაც ახტალის შესახებ ზოგად ცნობებთან ერთად 1855 წელს გამოაქვეყნა კ. გრუმმა.
ექიმმა სააკოვმა ახტალის ტალახით მკურნალობის დადებითი შედეგები აცნობა მეფის წყაროს ე. ი. ახლანდელი წითელწყაროს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმს – ნეკრასოვს, რომელის ინიციატივით ამ ჰოსპიტალის ექიმების სამეცნიერო სხდომამ შუამდგომლობა აღძრა ახტალაში ჰოსპიტლის განყოფილების გახსნის შესახებ, რაც 1862 წელს განხორციელდა.
ტალახს იყენებდნენ თბილი სახით, რომელსაც ათბობდნენ პრიმიტიულად სპილენძის ქვაბებში, ხოლო შემდეგ ასხამდნენ აბაზანებში.
ზოგჯერ ზაფხულის ცხელ დღეებში ბანაობდნენ ღია ცისქვეშ-უშუალოდ ტალახის ამოსვლის ადგილების ბუნებრივ აუზში.
მეცამეტე საუკუნის პერიოდულ პრესაში ხშირად იბეჭდებოდა ხოლმე ცალკეული კორესპონდეციები ახტალის ტალახის შესახებ, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის მის სამკურნალო თვისებებს ეხებოდნენ.
მეცხრამეტე საუკუნის სამოციან წლებში კი ახტალა გამოიკვლია გეოლოგმა ჰ. აბიხმა, რომელმაც თავისი დაკვირვებების შედეგები გამოაქვეყნა 1864 წელს და მან აღნიშნა, რომ ტალახის ვულკანებს საშუალო ადგილი უკავია ნამდვილ ვულკანებსა და სალზებს შორისო, ე. ი. სალზები ეწოდება ნავთობის საბადოებიანი ადგილების იმ უბნებს, საიდანაც ტალახი ინთხევა.
სიღნაღის მაზრის გეოლოგიურ აღწერასთან ერთად, ახტალის გეოლოგიური აგებულების შესახებ ზოგიერთი ცნობა გამოაქვეყნა ლ. ბაცევიჩმა 1878 წელს. შრომას თან ერთვის ამ ადგილების გეოლოგიური რუკა.
ამის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერდება ინტერესი ახტალის ტალახისადმი. მას ცალ-ცალკე და უსისტემოდ მაიც სწავლობდნენ სპეციალისტები და შედეგები ხშირად ქვეყნდებოდა რუსულ, ქართულ და უცხოურ პერიოდულ პრესაში.
1896 წელს ახტალის ტალახის ქიმიური თვისებები შეისწავლა ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა პეტრე მელიქიშვილმა, რომელმაც თავისი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა ჯერ რუსულ, ხოლო შემდეგ გერმანულ ენებზე.
პეტრე მელიქიშვილმა – წინააღმდეგ აბიხის ზემოთ აღნიშნულ შეხედულებისა – ახტალის გამოსასვლელებს პირველმა უწოდა - `ტალახის ვულკანები~.
1915 წელს თბილისში რუსულ ენაზე ერთ წიგნად გამოვიდა `ცელებანი კავკასის~ (მკურნალი კავკასია) 66 გვერდიან ჟურნალი.
1. დაავადებები.
ართრიტები, პოლიართრიტები: რევმატიული, სპეციფიური და არასპეციფიური ხასიათის წანაზარდების მარილოვანი წანაზარდები საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შრომების მეორე ტომი, რომელიც 1940 წელს გამოვიდა – მთლიანად მიეძღვნა ახტალას.
მასში მოთავსებულია ცნობილი სპეციალისტების სტატიები, ცხრილები და გრაფიკული მასალა.
ახტალისა და მისი მომიჯნავე ადგილების გეოლოგიისა და ჰიდროგეოლოგიური პირობების შესწავლისათვის დიდი შრომა გასწიეს აგრეთვე `საქართველოს ნავთობის~ ტრესტისა და `საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს~ გეოლოგებმა, რომლებმაც სამთო სამუშაოებისა და ჭაბურღილების გამოყენებით შეისწავლეს კახეთის ეს უბანი და რომლებმაც მრავალი საინტერესო შრომა დაწერეს გურჯაანის რაიონის შესახებ.
დღეს უკვე საკმაოდ კარგადაა შესწავლილი საქართველოს ამ უბნის გეოლოგიური აგებულება ახტალის ტალახის ვულკანების წარმოშობის საკითხი და წამოყენებულია მეცნიერულად დასაბუთებული შეხედულებები, რომლებიც მთლიანად ამსხვრევენ რელიგიურ ცრურწმენებს _ ახტალის ტალახის წარმოშობის შესახებ.
ახტალის სამკურნალო ტალახს ძველთაგანვე იყენებდნენ გარშემო მდებარე ადგილების მოსახლეობა, მაგრამ კურორტი აქ შეიქმნა მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ:
ჰავა შიგნით კახეთში ზომიერად კონტინენტურია; მშრალი სუბტროპიკული ზონის თვისებებით, ზაფხული-ცხელი, ზამთარი-თბილი, ნალექების წლიური რაოდენობა-700მმ-დე, ჰაერის ტენიანობა-70% დამახასიათებელია მხოლოდ მთა-ხეობათა ქარები, მზის ნათების ხანგრძლივობა – 2100-2200 საათს უდრის.
ახტალის ტალახი გარდა ადგილზე მკურნალობის მოწყობისა, გამოიყენება აგრეთვე ტალახის გატანა საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე.
თავისი სამკურნალო თვისებებით ძვირფასი ტალახის გარდა კურორტის განვითარებისათვის არსებობს ხელსაყრელი ფაქტორები, რბილი ჰავა და რკინიგზასთან სიახლოვე, შემოდგომობით კი აქ სრული შესაძლებლობაა ყურძნით მკურნალობის მოწყობისა.
სამკურნალოდ გამოიყენება ფსევდოვულკანური ტალახი-აბაზანების, აპლიკაციებისა და ტამპონების სახით.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:
ძვალსახსართა სისტემის სასახსრე ზსდაპირზე. ხერხემლის სვეტის დაავადებები-სპონტელოზი, ამოვარდნილობებისა და მოტეხილობების შემდგომ პერიოდში.
2. პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები.
რადიკულიტი, ფლექსიტი, საჯდომი ნერვის ანთება-იშიაზი. პოლიუმიელიტის ნარჩენი მოვლენები, ცერებრალული დამბლით გამოწვეული პარეზები _ ბ.ც.დ.
3. მუცლის ღრუს შეხორცებითი დაავადებები.
4. ქალის სასქესო ორგანოთა დაავადებები, რომელიც ხშირად უშვილობის მიზეზია
დანამატებისა და საშვილოსნოს ქრონიკული ანთებები, განუვითარებლობა, ფუნქციის დაქვეითება, შეხორცებები ნცირე მენჯის ღრუში. ფალოპის მილების გაუვალობა ან დაქვეითება.
5. მამაკაცის წინამდებარე ჯირკვლის ქრონიკული ანთება, ფუნქციის დაქვეითება.
6. კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა და სხვა.
ტალახის პროცედურებთან ერთად გამოიყენება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოთერაპიული მკურნალობა თანამედროვე აპარატურით.